ჩვენს შესახებ

მეცნიერები შეისწავლიან სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის.

ინჟინრები ქმნიან სამყაროს ისეთად, როგორიც ის ჯერ არ ყოფილა.

ალბერტ აინშტაინი
ჩვენი ძლიერი მხარეები
კომპეტენცია და ცოდნა

ჩვენი გამოცდილება 20 წელზე მეტ ხანს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ დავაგროვეთ ფართო ცოდნა და გამოცდილება შესაბამის დარგებში. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ტექნიკური ცოდნა, ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით ინდუსტრიის განვითარებას და გადავლახეთ მრავალი დაბრკოლება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ კომპლექსური პრობლემები, მოგცეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რჩევები და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები ეფექტურად და თავდაჯერებულად.

წარმატების ისტორია

ხანგრძლივი გამოცდილება და წარმატებული პროექტების სიმრავლე ზრდის სანდოობას კომპანიისადმი. ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ უამრავი პროექტი, გადავჭერით მრავალი პრობლემა და შევიქმენით ურყევი რეპუტაცია.

ადაპტურობა და მოქნილობა

წლების განმავლობაში, ჩვენი გუნდის წევრები აკვირდებოდნენ როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა ინდუსტრია. ამ პროცესში, გუნდის წევრებმა ისწავლეს ადაპტაცია ინჟინრული სფეროს სწრაფად ცვალებად გარემოში. ჩვენ მივესალმებით და ვიღებთ ნებისმიერ სიახლეს, რომელიც სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას ემსახურება.

ინტეგრირებული მიდგომა

ინტეგრირებული მიდგომა: გუნდის წევრების მრავალფეროვნება, მათი ინდივიდუალური ექსპერტული ცოდნა, ერთად მუშოაბს მრავალწლიანი გამოდილება – ეს ყველაფერი საფუძველს უდებს ჩვენს ინტეგრირებულ მიდგომას. ჩვენ ვხედავთ დიდ სურათს და ყველა პატარა ნაწილს, რომელიც მას ქმნის, ერთნაირ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველა ამ ნაწილს.

რატომ ჩვენ?

ჩვენზე არჩევანის შეჩერებით, თქვენ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იქნება საიმედო ხელებში, ინოვაციური, მაღალი ხარისხისა და სწორად შესრულებული. ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, პრობლემების გადაწყვეტის უნარი, ყურადღება დეტალებისადმი, კრეატიულობა, თანამშრომლობა, მოქნილობა, ეთიკური და პასუხისმეგბლიანი მიდგომა გაძლევთ წარმატებისა და კმაყოფილების გარანტიას.

ხარისხიანი მხარდაჭერა

ჩვენ გთავაზობთ მხარადაჭერას პროექტის განხორციელებამდე, მისი შესრულების პროცესში და მისი დასრულების შემდეგ რათა უზრუნველვყოთ ჩვენი შრომით შესრულებული ყველა პროექტის ეფექტური მუშაობა. 

უსაფრთხო და საიმედო

ჩვენი პირადი და პროფესიული პრიორიტეტია უსაფრთხოება და საიმედოობა. ჩვენს მიერ დაგეგმარებული და შესრულებული პროექტები იცავს ადამიანებს, მათ კუთვნილებას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას სიმშვიდისა და კომფორტისთვის.

გამართლებული ფასი

რამდენადაც ხარისხი ჩვენთვის უპირველესია, ჩვენ ვცდილობთ შემოგთავაზოთ ჩვენი სერვისები რეალისტურ ფასში, რათა პროექტის არცერთი ნაწილი არი იყოს უგულვებელყოფილი.

ძირეული ფასეულობები

კომპანიას საფუძვლად უდევს გარკვეული პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ფასეულობებს, ხელს უწყობს მიზნის განხორცილებას და არის ხედვის შთაგონების წყარო. ღირებულებებზე დაყრდნობით, ჩვენ ვემსხურებით მიზანს რაც, თავის მხრივ გვაძლევს საშუალებას ჩვენი ხედვა გავხადოთ რეალობა. ხედვა კი არის ის, რომ ვიყოთ ინჟინრული ბრწყინვალების ქვაკუთხედი.

ღირებულებები

ხარისხი: ხარისხი არის პირველი და უმთავრესი ჩვენი მიზანი, და ჩვენ ამ მიზანს ერთგულად ვემსახურებით

ყურადღება დეტალებისადმი: ვუთმობთ დიდ დროს და ენერგიას სამუშაოს ყველა დეტალს, რადგან გვჯერა რომ სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას

ეთიკურობა: ჩვენ ვიცავთ ეთიკის ნორმებს მუშაობის ყველა ეტაპზე, ვიცავთ ლეგალურ და პროფესიულ სტანდარტებს და ვინარჩუნებთ გამჭირვალობასა და პასუხისმეგბლობის შეგრძნებას.

უსაფრთხოება და მდგრადობა : ჩვენთვის პრიორიტეტულია ინდივდების, საზოგადოების და გარემოს უსაფრთხოება ყველა პროექტში.

თანამშრომლობა: ჩვენ მივესალმებით ინჟინრული გამოწვევების ტექნიკურ მრავალფეროვნებას, ვახმართ ინდივიდუალურ ცოდნას, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს პრობლემების ერთობლივად გადასაწყვეტად.

მიზანი

ჩვენი მიზანი, ვიყოთ კომპანია, რომლის ნდობა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, რომელიც ყოველთვის იზრუნებს სამუშაოს ხარისხზე, კლიენტის კმაყოფილებაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე, იქნება ეს დიდი თუ პატარა ინჟინრული გამოწვევა.

ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ გვინდა რომ თქვენი ბიზნესის პროდუქტიულობა და წარმატება იყოს ოპტიმალური. გვსურს თანამშრომლობა კლინეტებსა და ჩვენი გუნდის წევრებს შორის. ღია კომუნიკაციით, უწყვეტი უკუკავშირითა და გუნდური მუშაობით, ჩვენ საუკეთესო შედეგებს დავდებთ.

ამ გამოწვევების ქვაკუთხედი, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ხარისხი. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, რათა ვიყოთ წამყვანი ინჟინრული კომპანია, რომელიც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სერვის შემოგთავაზებთ.

 

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა ვიყოთ ინჟინრული დაგეგმარების, პროდუქტის მოწოდების და ხარისხის სტანდარტი ინდუსტრიაში.

ამას მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი განვითარებით და წინსვლით. ჩვენ მივდევთ ინდუსტრიის განვითარებას, სიახლეებისა და გამოწვევების ძიებაში, როგორც კომპანია და როგორც ინდივიდები. კომპანიის შიგნით ეფექტური ლიდერობით ჩვენ გვსურს ვიყოთ ლიდერები ჩვენს სფეროში. გვსურს ვიყოთ პირველი რიგის კომპანია რთული და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას.

სრულყოფილება ჩვევაა და არა ერთჯერადი ქმედება. ჩვენ ერთგულად ვემსახურებით და დაუღალავი შრომით ვუახლოვდებით ჩვენს მიზანს – ვიყოთ სრულყოფილების თვალსაჩინო მაგალითი.

 

გაქვთ დამატებითი კითხვები?

შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და მალევე დაგიბრუდნებით პასუხით
Scroll to Top